მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტი დაიწყო - როგორია ქვეყნებს შორის სავაჭრო/ეკონომიკური კავშირი?

სომხეთი

სომხეთის პრემიერი საქართველოს წელს უკვე მეორედ სტუმრობს. მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებს გამართავენ, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

BM.GE გთავაზობთ მეზობელ სახელმწიფოსთან ბოლო დროის სავაჭრო/ეკონომიკურ ურთიერთობას რიცხვებში:

ვაჭრობა

მიმდინარე წელს სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 461.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 37.1%-ით ნაკლებია გასული წლის 7 თვის მონაცემებზე. შემცირებულია როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც.

2024 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 30%-ით შემცირდა. თუ გასული წლის 7 თვეში საქართველომ სომხეთში 495.2 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა და გადაყიდა წელს, ეს მაჩვენებელი 346.2 მლნ აშშ დოლარია. კლება ძირითადად ავტომობილების რეექსპორტის შემცირებაზე მოდის. იმპორტის ნაწილში კი შემცირებულია სპილენძის მადნების და კონცენტრატების შემოტანის მაჩვენებელი.

2024 წლის 7 თვის TOP-5 საექსპორტო პროდუქტი:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $65.8 მლნ; (კლება 68.3%?)
  2. სპირტიანი სასმელები - $25.9 მლნ; (ზრდა 76.2%)
  3. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - $12 მლნ (კლება 42.7%)
  4. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $8.6 მლნ; ( ზრდა 45.7%)
  5. სატვირთო ავტომობილები - $8.4 მლნ; (ზრდა 11.7%0

2024 წლის 7 თვის TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $25 მლნ; (კლება 441.6%)
  2. ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $12.7 მლნ; ( ზრდა 90.5%)
  3. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $11.8 მლნ; (კლება 62.8%)
  4. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - $11 მლნ; (ზრდა 11.3%)
  5. ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - $7.7 მლნ; (ზრდა 282%)

FDI

სომხეთიდან საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა დიდი არ არის. გასულ წელს სომხეთიდან 17.3 მლნ-ს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 31.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სომხეთიდან ქართულ ეკონომიკაში წლიურად ჩადებული თანხის მაქსიმუმია.

ფულადი გზავნილები

გასულ თვეს სომხეთიდან საქართველოში 1.07 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 29.1%-ით ნაკლებია გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.

სულ 2024 წლის 8 თვეში სომხეთიდან ფულადმა გზავნილებმა 8.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოდან სომხეთში კი მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 7 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა.

ტურიზმი

2024 წლის I- II კვარტალში სომხეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში 387 691 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რითაც სომხეთი მესამე ადგილზეა თურქეთისა და რუსეთის შემდეგ.

პირველ ორ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება 2.4%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები