დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანში Covid-19-ის საწინააღმდეგო 14 784 აცრა ჩატარდა, ჯამურად ჩატარებული აცრების რაოდენობამ კი 806 681 შეადგინა.
16 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში სრულად 238 871 პირია აცრილი, ხოლო ერთჯერადად - 567 810.
საქართველოში კორონავრუსის საწინააღმდეგო იმუნიზაცია 4 ვაქცინით: ასტრაზენეკათი, ფაიზერით, სინოვაკით და სინოფარმით მიმდინარეობს.




























