ქვეყანაში 17 ნოემბრის მონაცემებით სულ 2 066 159 აცრაა ჩატარებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აქედან სულ მცირე 1 დოზით 1 087 524 ადამიანი აიცრა, რაც მოზრდილი მოსახლეობის 38.3%-ს შეადგენს.
სრულად კი ვაქცინირებულია 971 578 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 34.0%.
მათივე ცნობით, 16 ნოემბერს 8 233 ადამიანი აიცრა. კოვიდის საწინააღმდეგო აცრების გეოგრაფია კი ასეთია: თბილისი - 2 848 აცრა; იმერეთი - 1 275; სამეგრელო - ზემო სვანეთი - 897; აჭარა - 825; კახეთი - 620; ქვემო ქართლი - 510; შიდა ქართლი - 479; გურია - 381; სამცხე -ჯავახეთი - 203; მცხეთა - მთიანეთი - 128; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 67.




























