18 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად საქართველოში ჩატარებულია Covid-19-ის საწინააღმდეგო 857 056 აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
შედეგად, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი. უშუალოდ 17 აგვისტოს აიცრა 25 241 პირი.
საქართველოში კორონავრუსის საწინააღმდეგო იმუნიზაცია 4 ვაქცინით მიმდინარეობს: ასტრა-ზენეკა, ფაიზერი, სინოვაკი და სინოფარმი.




























