31 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 977 317 აცრა. აცრების განახლებულ სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, სულ მცირე 1 დოზით 1 035 872 ადამიანია ვაქცინირებული, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.5 %-ს შეადგენს, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 939 711 ადამიანია აცრილი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.9%-ია.
აღსანიშნია, რომ 30 ოქტომბერს მხოლოდ 2 711 ადამიანი აიცრა. საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში კი რეგიონების ჩართულობა ასეთია: თბილისი - 1 422 აცრა; იმერეთი - 356 აცრა; სამეგრელო - ზემო სვანეთი - 211 აცრა; ქვემო ქართლი - 199; აჭარა - 178; კახეთი - 111; შიდა ქართლი - 90; გურია - 52; მცხეთა - მთიანეთი - 39; სამცხე-ჯავახეთი - 36; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 17.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისთვის საქართველოს მთავრობამ სხვა წამახალისებელ კამპანიებთან ერთად (ლატარეა, ექიმების ფინანსური რესურსით წახალისება) 18 ოქტომბრიდან რეგიონებში ვაქცინაციის მარათონი აამოქმედა, რომელიც კარდაკარის პრინციპით აცრების რაოდენობის გაზრდას ისახავს მიზნად.




























