მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში თაფლის თითქმის მთელი წარმოება საოჯახო მეურნეობებზე მოდის - PMC

645a3e9a7f4cc
მარიამ ვარადაშვილი
09.05.23 17:02
805
PMC-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში თაფლის თითქმის მთელი წარმოება საოჯახო მეურნეობებზე მოდის, სასოფლო-სამეურნეო საწარმოები კი საშუალოდ მთლიანი წარმოების მხოლოდ 6%-ს შეადგენს.

კვლევის თანახმად, 2021 წელს, წარმოება ფუტკრის ტკიპის გავრცელების გამო 16.7%-ით შემცირდა. თუმცა საქართველოში თაფლის წარმოების სექტორის განვითარებამ მაინც ხელი შეუწყო 2021 წელს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ზრდას. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოდან თითქმის 1.2 მლნ დოლარის ღირებულების თაფლია ექსპორტირებული. 2021 წელთან შედარებით 79%-ით არის ექსპორტი გაზრდილი.

კვლევის მიხედვით, საქართველოში წარმოებული თაფლისთვის ევროკავშირი მთავარი ბაზარია. 2016-2022 წლებში საქართველოში წარმოებული თაფლის 34% ბულგარეთზე, 29% კი საფრანგეთზე მოდიოდა. საფრანგეთში თაფლის საშუალო ფასი კილოგრამზე 5.3 დოლარია, ხოლო ბულგარეთში - 2.7 დოლარი. 2016-2021 წლებში სკების რაოდენობა წლიურად საშუალოდ 1,9%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში თაფლის წარმოების კუთხით იმერეთი და კახეთი ლიდერობენ.

"საქართველოში თაფლის წარმოების სექტორში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და უახლოესი მომავლის მოლოდინები ცხადყოფს მის დიდ პოტენციალს. არსებული გამოწვევებისა და სისუსტეების (უნარების დონე, ინფრასტრუქტურული საკითხები, თანამშრომლობის ნაკლებობა) დაძლევა და შესაძლებლობების გამოყენება დარგის მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და პოტენციალის გამოყენებას შეუწყობს ხელს",- აცხადებენ PMC-ში.

ამასთან, PMC-ის თანახმად, ნატურალურ თაფლზე გლობალური მოთხოვნა იზრდება, რაც განპირობებულია მომხმარებლების მიერ ჯანსაღ დამატკბობლებზე გადასვლით. მოსალოდნელია, რომ თაფლის გლობალური ბაზარი 8.53 მილიარდი დოლარიდან (2022 წელი) 12,69 მილიარდ დოლარამდე (2029 წელს) გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები