მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ტერმინალით გადახდა 82,000 პუნქტზეა შესაძლებელი

624c5019c82df
BM.GE
05.04.22 23:00
1402
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების შესაძლებლობა ყოველთვიურად იზრდება. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, ქვეყანაში 81,859 საგადახდო ტერმინალი იყო მოქმედი, რაც წინა წელთან შედარებით 14,000-ით, ანუ 20%-ით მეტია.

ტერმინალებით გადახდის შესაძლებლობის მატებასთან ერთად, ყოველთვიურად იზრდება საბანკო ბარათების მომსახურების მოცულობა. 2022 წლის თებერვალში საბანკო ბარათებით პოს-ტერმინალებით სულ 28.6 მილიონი გადახდა შესრულდა, ამ ტრანზაქციების საერთო მოცულობა კი 841 მილიონი ლარი იყო. ანუ ერთი საშუალო ტრანზაქციის (ქვითრის) ღირებულება 30 ლარს შეადგენდა.

2021 თებერვალთან შედარებით შედარებით პოს-ტერმინალებით შესრულებული ოპერაციების რაოდენობა 45%-ით, ხოლო ამ გადახდების ჯამური მოცულობა 56%-ით არის გაზრდილი.

ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა ერთდროულად როგორც პოს-ტერმინალით გადახდის შესაძლებლობის მატებით, ასევე მომხმარებელთა ქცევის ცვლილებითაა განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები