მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ძალაუფლების კონსოლიდაციას" - ვახუშტი მენაბდე

ვახუშტი მენაბდე

"საქართველოში #წერტილი უნდა დაესვას ძალაუფლების კონსოლიდაციას და უსამართლობას“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ იურისტმა, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ წამყვანის შესაბამის კითხვას.

„დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან, ამ ქვეყნის პრობლემა ძალაუფლების კონსოლიდაციაა; ეს განპირობებული იმით კი არ არის, რომ განსაკუთრებით ცუდი მოქალაქეები ცხოვრობენ საქართველოში და როგორც ხშირად ამბობენ - „ისეთი ხელისუფლება გვყავს, როგორიც ამომრჩეველია“ - ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ, რადგან ვფიქრობ, რომ ერთი მთავარი საკითხია გამოტოვებული - ხელისუფლება ყალიბდება ისე, რასაც უკარნახებს ინსტიტუციური სისტემა და ჩვენი ინსტიტუციური სისტემა ყველას ძალაუფლების კონსოლიდაციას კარნახობს. ჩვენ გვჭირდება ისეთი ბალანსის შექმნა ხელისუფლების შტოებს შორის და ხალხსა და ხელისუფლებას შორის, რომელიც გამორიცხავს ხელის გადაწევასა და ძალადობაზე ორიენტირებულ მართვას“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

„წერტილთან“ ინტერვიუში მან ვრცლად ისაუბრა „რუსულ კანონზე“ ვენეციის კომისიის დასკვნის შინაარსზე, რომელიც ხელისუფლებამ დაიწუნა და თქვა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ვენეციის კომისიის ანგარიშის კრიტიკა მოსალოდნელი იყო.

„ხელისუფლებას რომ არ მოეწონებოდა ეს დასკვნა, თავიდანვე ცხადი იყო. ჩვენ ხელისუფლება გვეუბნებოდა - „მოდით, დავსხდეთ და ვისაუბროთ ამ კანონზეო“, ოღონდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაასრულეს. შემდეგ გვეუბნებოდნენ - „ერთი არგუმენტი მაინც წარმოადგინეთ, რომ არ ვარგა ეს კანონიო“; მერე გვითხრეს - „რატომ იჩქარა პრეზიდენტმა ვეტოს დადება და რატომ არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნასო“ და ბოლოს, როცა დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც ფაქტობრივად, დეტალურად არის ჩამოყალიბებული რატომ არ არის ეს კანონი მოსაწონი, თქვესმ რომ ვენეციის კომისიის დასკვნა სამართლებრივად არგუმენტირებული არაა. ხელისუფლებისგან მსგავსი შეფასებები ადრეც არაერთხელ მოგვისმენია“, - დასძინა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.

ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს მთავრობას არსებული კანონის გაუქმებას - ვახუშტი მენაბდე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები