მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ძალაუფლების უზურპაციას - ნანა ამისულაშვილი

ნანა ამისულაშვილი

ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის გამგეობის წევრის ნანა ამისულაშვილის აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ძალაუფლების უზურპაციას. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

ნანა ამისულაშვილი, რომელიც პროფესიით იურისტია, აკრიტიკებს „რუსულ კანონს“ და ამბობს, რომ ამ კანონის მიღებით, საქართველო ევროატლანტიკურ კურსს ასცდა.

"ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, სრულიად ცხადია, რომ საქართველომ საგარეო კურსი შეიცვალა, რაც ძალიან სამწუხაროა", - ამბობს ის.

იურისტი გამოდის ინიციატივით, სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყოს ფართომასშტაბიანი დისკუსია თემაზე - როგორი სახელმწიფო გვინდა იმისთვის, რომ აღარასოდეს მოხდეს ძალაუფლების უზურპაცია.

"30 წელზე მეტია საქართველო დამოუკიდებელია და პერიოდულად, ამ ჩიხში შევდივართ, როცა ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი პარტიის ხელში. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვქმნით პოლიტიკას; ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს ბიუჯეტი არის ჩვენი შექმნილი და ჩვენ ვქირაობთ საჯარო მოხელეებს, პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდნენ“, - განაცხადა ნანა ამისულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები