პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ ბექა ლილუაშვილის აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას „ქართულ ოცნებას“.
ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.
ბექა ლილუაშვილი ფიქრობს, რომ რეალურად, მმართველი პარტია დამარცხებულია და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეს ოფიციალურად უნდა გაფორმდეს.
მისივე თქმით, საქართველოს განვითარებისთვის სწორედ მოქმედი ხელისუფლების შეცვლა სჭირდება.
„ხელისუფლების ცვლილება გვჭირდება იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. ამის რესურსი არის და დღეს, ეს რესურსი ყველაზე ხილულია. ამ რესურსს ყოველდღიურად ვხედავთ ქუჩაში. ახლა მთავარია, მოქალაქეების არჩევნებზე წავიდნენ და გავაფორმოთ გამარჯვება. „ქართული ოცნება“ თავის ამომრჩეველთან უკვე დამარცხებულია“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.