მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ცოცხალი ღორების იმპორტი 40%-ით გაიზარდა - მთავარი იმპორტიორი რუსეთია

ღორები

2026 წლის 2 თვეში საქართველომ 5.5 მლნ აშშ დოლარის 3 590 ტონა ცოცხალი ღორი შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თანხაში 39.6%-ით რაოდენობრივად კი, 31%-ით მეტია.

როგორც გასულ, ისევე მიმდინარე წელს ერთადერთი იმპორტიორი რუსეთია.

საქმე ის არის, რომ რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში ცხოველთა ინფექციური დაავადებების გამო ვითარება არასტაბილურია. რეგიონში გავრცელებული ცოფისა და პასტერელოზის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ბელარუსის რესპუბლიკამ რუსეთის ფედერაციის რიგი რეგიონებიდან პირუტყვის, ხორცისა და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქციის შემოტანაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში 2026 წლის 13 მარტიდან შევიდა.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბელარუსი, სადაც კარანტინი გამოცხადდა, საქართველოსთვის საქონლის ხორცის მთავარი იმპორტიორია.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის იმპორტის კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში ყოველწლიურად 6 მილიონამდე ვეტერინარული მანიპულაცია ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები