მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ტურიზმი პანდემიამდელ რეკორდულ ნიშნულს 2025 წელსაც ვერ დაუბრუნდა

ტურიზმი

საქართველოში ტურიზმი პანდემიამდელ რეკორდულ მაჩვენებელს 2025 წელსაც ვერ დაუბრუნდა. ამის თქმის საშუალებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკა გვაძლევს.

რიცხვების მიხედვით, 2025 წელს საერთაშორისო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 6.2%-ით 6 456 064-მდე გაიზარდა. აქედან 5 521 886 ტურისტული ვიზიტი იყო, ხოლო 1 334 943 - ერთდღიანი.

გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 7 803 239 იყო, სადაც მხოლოდ ტურისტული ვიზიტებს წილი 80.5%-ია.

რაც შეეხება პანდემიამდელ 2019 წელს, როცა საქართველოს ტურიზმში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 9 357 964 იყო, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორებმა 7 725 774 ვიზიტი განახორციელეს. რაც როგორც ტურისტულ ასევე ერთდღიან ვიზიტებს მოიცავს. ამგვარად, 2025 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები, 2019 წლის მაჩვენებელს 16.5%-ით ჩამორჩება.

უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის დაწყებამდე 2019 წელს საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით აზერბაიჯანი 1,526,619 ვიზიტით ლიდერობდა. იმ პერიოდში ქვეყანას სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილი არ ჰქონდა. მას მოსდევდა რუსეთი - 1,471,558, სომხეთი - 1,365,048 და თურქეთი - 1,156,513 ვიზიტით.

2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი შემდეგი ქვეყნებიდან დაფიქსირდა:

#

ქვეყანა

ვიზიტების რაოდენობა

წლიური ცვლილება

1

რუსეთი

1,579,764 ვიზიტი;

11.1%

2

თურქეთი

1,248,881 ვიზიტი;

-6.6%

3

სომხეთი

948,242 ვიზიტი;

0.0%

4

ისრაელი

402,426 ვიზიტი;

29.4%

5

აზერბაიჯანი

292,149 ვიზიტი;

33.2%

6

ყაზახეთი

169,367 ვიზიტი;

-5.3%

7

ბელარუსი

150,325 ვიზიტი;

7.0%

8

ინდოეთი

142,476 ვიზიტი;

14.6%

9

უკრაინა

136,826 ვიზიტი;

15.4%

10

ჩინეთი

127,895 ვიზიტი.

44.4%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები