მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში უძრავი ქონების ფასები მომავალშიც გაიზრდება - Eagle Hills-ის დამფუძნებელი

ალაბარი

საქართველოში უძრავი ქონების ფასების ზრდის ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება, - ამის შესახებ Eagle Hills-ის დამფუძნებელმა, მოჰამედ ალაბარმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა.

ალაბარის თქმით, საქართველოში არსებული ეკონომიკური დინამიკა, სტაბილური გარემო და ინფრასტრუქტურული განვითარება მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მომავალშიც გაიზრდება.

„ჩვენც პატარა ბაზრიდან ვართ. ვიცით, როგორ შეიძლება ბიზნესის კეთება პატარა ბაზარზე. არაბთა გაერთიანებული საამიროები არ არის დიდი ბაზარი. ჩვენ ასეთი ზომის ბაზარი კომფორტულად მიგვაჩნია. ეს არის გარემო, ატმოსფერო, დარგობრივი პოლიტიკა, ისტორია და რეფორმების კვალი, რაც საქართველოს აქვს. მოთხოვნა-მიწოდების პრინციპებზე არ ვისაუბრებ, ვისაუბრებ იმ მახასიათებლებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს. აქვე მინდა, ვთქვა, რომ 20-ზე მეტ ქვეყანაში გვაქვს ინვესტიციები, მაგრამ ყველაფერი იწყება იქიდან, რომ ქუჩაში გავდივარ და ვსეირნობ. ვნახულობ, რამდენად კომფორტულია გარემო და ატმოსფერო. თბილისი პირველად რომ ვნახე, სასიამოვნოდ გამიკვირდა. ძალიან კარგი შეგრძნება დამიტოვა. შემდეგ შევედი ერთ-ერთ კვების ობიექტში და გავსინჯე ქართული კერძები. მივხვდი, რომ ეს საუკეთესო ადგილი იყო. ძალიან კარგი მიღება მქონდა საქართველოში.

ინვესტორებისთვის იქნება ეს კაპიტალზე მოგება თუ ნებისმიერი სხვა ეკონომიკური პარამეტრი, მე თუ თქვენ მომწონხართ და მიყვარხართ, ეს არის ყველაფრის წინაპირობა. აი, ამ მაჩვენებლების და პარამეტრების გარდა, საქართველოში ვაკვირდებით, რა ხარჯები უკავშირდება მშენებლობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას. ვნახულობთ, როგორი იქნება ჩვენი შემოსავალი, როგორ გაიყიდება ჩვენი უძრავი ქონება, როგორი იქნება ტურიზმის მოზიდვის მაჩვენებლები. ეს ყველაფერი პოზიტიურია და მარტივი მაჩვენებლები მინდა გაგიზიაროთ. თუ შევხედავთ საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის მაჩვენებლებს და ტენდენციებს, ვხედავთ ნახტომისებურ მაჩვენებელს. ვხედავთ, რომ მომავალშიც გაიზრდება ფასები, რადგან მოთხოვნა-მიწოდების პრინციპია. ყველაფერი მიუთითებს იქითკენ, რომ მუდამ უკეთესობისკენ ვივლით“, – განაცხადა ალაბარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები