მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში უკვე 130 ათასი პოსტერმინალია - უნაღდო ანგარიშსწორების სტატისტიკა

ბანკი საკრედიტო ბარათი

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის მაისში ქვეყანაში განთავსებული პოსტერმინალების რაოდენობამ 130,000-ს მიაღწია, რაც წლიურად 8 ათასი პოსტერმინალით, ანუ 6.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო ორწლიან ჭრილში კი გადახდის ელექტრონული ტერმინალების რაოდენობა 29%-ით არის მომატებული.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, პოსტერმინალებში მიმდინარე წლის მაისში 2.1 მილიარდი ლარის ოპერაციები შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 500 მილიონი ლარით მეტია. შესაბამისად, ერთი ტერმინალით თვეში საშუალოდ 16,100 ლარის ოპერაციები სრულდებოდა, რაც დღეში 538 ლარის ოპერაციებს ნიშნავს.

შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ერთი ტერმინალის საშუალო თვიური ბრუნვა 15,700 ლარი იყო, რაც დღეში 523 ლარის ოპერაციების მომსახურებას ნიშნავდა.

საქართველოში არსებული პოსტერმინალების რაოდენობა 2022-2025 წლებში:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები