ვაღიარებთ სამოქალაქო საზოგადოების არსებით როლს რეგიონში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საკითხში - ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ძლიერი და საიმედო პარტნიორია და ასეთად დარჩება.
“საქართველოში „უცხოური გავლენის“ კანონით სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება მოხდა. მაგრამ ამან ვერ შეაკავა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, მხარი დაეჭირათ დემოკრატიული ღირებულებებისთვის და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლისთვის", - განაცხადა ბორელმა.