მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ვითარება ძალიან საგანგაშოა - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბრაჟე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ საქართველოში ვითარება ძალიან საგანგაშოა.

როგორც მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს უთხრა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას ძირს უთხრის.

"საქართველოში ვითარება ძალიან საგანგაშოა.

ლატვია გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს სამშაბათს ვუთხარი, უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს ძირს უთხრის", - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, 30 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ლატვიელ კოლეგასთან. უწყების პრესრელიზში არაა ნახსენები კანონპროექტი და კრიტიკული შეფასება, რომლის შესახებაც ბაიბა ბრაჟე აცხადებს. საგარეო უწყების თანახმად: „მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგზე. მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების გარემო. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე და დადებითად შეფასდა, რომ წელს პირველად ზოგად საქმეთა საბჭოზე მოწვეული არიან გაფართოების პაკეტის ქვეყნები. მხარეებმა დაადასტურეს მომავალი თანამშრომლობის მზაობა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები