საქსტატის თანახმად, ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 13.1 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც 14.3%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე. 2021 წელს ქვეყანაში წარმოებული ენერგორესურსების უდიდესი ნაწილი 74% ელექტროენერგიაზე მოდიოდა.

რაც შეეხება მოხმარებას, ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 39% ბუნებრივ გაზზე მოდის. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები [28.3%] და ელექტროენერგია [ 23%].
საქსტატის თანახმად, 2021 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი აჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია შინამეურნეობების სექტორი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 30.7% მოდის. რაც შეეხება სხვა დარგებს, 30.6% მოდის ტრანსპორტის, 18%- მრეწველობის, 3.9% - მშენებლობის, 0.5% - სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე.




























