მიმოქცევაში არსებული კუპიურების რაოდენობა:
● 1 ლარიანი - 4.6 მილიონი მონეტა; ● 2 ლარიანი - 2.3 მილიონი მონეტა;
● 5 ლარიანი - 22.9 მილიონი ბანკნოტი;
● 10 ლარიანი - 7.8 მილიონი ბანკნოტი;
● 20 ლარიანი - 19 მილიონი ბანკნოტი;
● 50 ლარიანი - 14.8 მილიონი ბანკნოტი;
● 100 ლარიანი - 29.3 მილიონი ბანკნოტი;
● 200 ლარიანი - 0.9 მილიონი ბანკნოტი.
რაც შეეხება ხურდა ფულს, 1-ლარამდე მონეტების ზუსტი სტატისტიკა სებ-ის ანგარიშში მოყვანილი არაა, თუმცა ჯამში 5-, 10-, 20- და 50-თეთრიანი მონეტების საერთო ღირებულება 151.7 მილიონი ლარია.
ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს სებ-მა ფულის ბეჭდვაზე 25.1 მილიონი ლარი დახარჯა, 2020 წელს კი 16.8 მილიონი ლარი.
“2021 წლის განმავლობაში მიმოქცევაში ბანკნოტების თანხობრივი რაოდენობა 89.3 მლნ ლარით შემცირდა და მიმოქცევაში არსებული ფულის მთლიან მოცულობაში მისმა ხვედრითმა წილმა 96.7 პროცენტი შეადგინა. ამ პერიოდში მოთხოვნა მხოლოდ 5 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტებზე (შესაბამისად, 6 პროცენტი და 3.5 პროცენტი) გაიზარდა, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი ნომინალის ბანკნოტებზე მოთხოვნა შემცირდა. კერძოდ, მოთხოვნა შემცირდა 10 ლარიან ბანკნოტზე 4.9 პროცენტით, 20 ლარიანზე - 2.8 პროცენტით, 50 ლარიანზე -13.7 პროცენტით, ხოლო 200 ლარიანზე - 24.7 პროცენტით. აქვე აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, მიმოქცევის მთლიანი მოცულობის კლების პირობებში, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად (12.5 პროცენტით) გაიზარდა მიმოქცევაში მონეტების თანხობრივი რაოდენობა და მისმა ხვედრითმა წილმა მთლიან მიმოქცევაში 3.3 პროცენტი შეადგინა,”- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.