მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის მიმართ ინტერესი 250%-ით გაზრდილია - MAERSK

6241aba31134d
სალომე მეცხვარიშვილი
29.03.22 10:15
1471
ომის პარალელურად შავ ზღვაში მდებარე რუსეთისა და უკრაინის უმსხვილესი პორტები პრაქტიკულად შეჩერებული არიან. ამის გამო გადამზიდავები ახალ ლოკაციებს ეძებენ, რათა საკუთარი ტვირთები ახალი მარშრუტით გადაზიდონ. ამ რეალობაში საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, ფოთისა და ბათუმის პორტებში დამატებითი ტვირთები მოიზიდოს.

Sealand MAERSK-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი შავი ზღვის რეგიონში ირაკლი დანელია bm.ge-სთან აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის მიმართ ინტერესი 250%-ით არის გაზრდილი. მისი თქმით, ძირითადად საუბარია ჩრდილოეთ ევროპელ და ჩინელ დამკვეთებზე.

“ომიდან ერთ კვირაში უკრაინულმა პორტებმა შეწყვიტეს კომერციული გემების მიღება. უკრაინა შავი ზღვის რეგიონში 37%-იანი წილით არის წარმოდგენილი და უმსხვილესი მოთამაშეა. ასევე ნოვოროსისკის(რუსეთის) პორტში შეჩერებულია ე.წ. მისვლები, რადგან რუსეთი სანქციებს დაექვემდებარა.

როგორც ხედავთ, მნიშვნელოვანი ძვრებია შავი ზღვის რეგიონში. შესაბამისად, ჩნდება გარკვეული შესაძლებლობებიც. საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყანის მიმართ, ინტერესი გამძაფრდა.

თუმცა უნდა ითქვას, რომ კომპანიების მხრიდან, რომლებიც აქამდე ე.წ. ტრანსციმბირულ კორიდორს იყენებდნენ, სკეპტიციზმი შეიჩნევა, რაც გასაგებია. თუ ადრე ისინი იყენებდნენ კორიდორს, რომელშიც იყო მხოლოდ ერთი ტრანზიტული ქვეყანა ერთი სისტემით, ახლა ხვდებათ მულტიმოდალური კორიდორი (იგულისხმება კომბინირებული - საზღვაო, სახმელეთო, სარკინიზო გადაზიდვები), რომელშიც ჩართულია რამდენიმე ქვეყანა. ეს კორიდორი მათთვის ახალია”,- აცხადებს ირაკლი დანელია.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოზე გამავალ კორიდორს დიდი პოტენციალი აქვს, სრულად ვერ მოემსახურება იმ ტვირთებს, რომლებიც უკრაინის ან რუსეთის გავლით გადაიზიდებოდა.

კითხვაზე, უშლის თუ არა ხელს საქართველოს ის გარემოება, რომ ქვეყანაში არ არის ღრმაწყლოვანი პორტი, ირაკლი დანელია ამბობს, რომ რა თქმა უნდა, სატრანსპორტო კორიდორის მაღალგამტარუნარიანობა, ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები