2025 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სულ 357,145-მა სატრანზიტო ტრაილერმა გაიარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით ნაკლებია.
ეს ნიშნავს, რომ თუკი გასულ წელს დღეში საშუალოდ 1391 სატრანზიტო ტრაილერი კვეთდა საქართველოს, წელს ეს რიცხვი საშუალოდ 1308 ტრაილერს შეადგენდა.
აღნიშნული შემცირება აისახა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზეც, რადგანაც სატრანზიტო სატვირთოები საქართველოს გადაკვეთისთვის 350 ლარის გზათსარგებლობის გადასახადს იხდიან, რითაც 2025 წლის 9 თვეში ბიუჯეტში სულ 125 მილიონი ლარი შევიდა. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 მილიონი ლარით ნაკლებია.




























