ტურიზმის ინდუსტრია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმი უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად რჩება და რომლის ზრდის დინამიკასაც ფინანსური ინსტიტუტები მუდმივად აკვირდებიან. „თიბისი კაპიტალის“ უახლესი პუბლიკაციის თანახმად, სექტემბრის თვეში ქვეყანაში ტურისტების დანახარჯები კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება. კვლევა, რომელიც უშუალოდ ინდუსტრიაში გენერირებულ ფინანსურ მაჩვენებლებსა და უნაღდო ანგარიშსწორების ტრანზაქციებს ეყრდნობა, აჩვენებს, რომ საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან ეკონომიკაში შემოდინებული რესურსი იმატებს. როდესაც ტურისტული დანახარჯების ზრდაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ინდუსტრიის ის სეგმენტი, რომელიც ტრადიციულად ყველაზე მაღალმხარჯველუნარიან აუდიტორიას იზიდავს - ეს არის საქმიანი, ანუ MICE ტურიზმი. საერთაშორისო კონფერენციები, კორპორაციული ღონისძიებები და ბიზნეს ვიზიტები პირდაპირ აისახება ქვეყნის შემოსავლებზე. რა პოტენციალი აქვს საქართველოს ამ მიმართულებით, რამდენად შეესაბამება ჩვენი ინფრასტრუქტურა საერთაშორისო მოთხოვნებს და რა ტენდენციები იკვეთება მიმდინარე სეზონზე?
სტუმარი: ვიკა შარია - „ოდა დიემსის” დამფუძნებელი






























