მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქნახშირი 400 000 ტონა ქვანახშირის ამოსაღებად ემზადება

6297002bb9bf0
ნინო ტაბატაძე
01.06.22 11:20
2402
„საქნახშირი“ ქვანახშირის მოპოვების გაზრდისთვის ახალ ამოსაღებ უბანს ამზადებს. კომპანია მომდევნო წლებში, დაახლოებით, 400 000 ტონა ქვანახშირის მოპოვებას განიხილავს.

"ამ მომენტისთვის, +175 ჰორიზინტზე ახალი ამოსაღები ველი მზადდება. ეს არის პირველი ველი +175 და +275 ჰორიზონტებს შორის, რომელიც საშუალებას მოგვცემს მომდევნო წლების განმავლობაში მოპოვებისათვის, დაახლოებით, 400 000 ტონა ქვანახშირის არსებული მარაგი მომზადდეს. ამ ოდენობის ათვისებას კომპანია 6-7 წლის განმავლობაში შეძლებს“, - წერს კომპანია გაზეთ „მეშახტეში“.

„საქნახშირის“ მფლობელი ამჟამად „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანიაა“. თავად "საქნახშირი" წლებია ზარალიანია. 2020 წელს ამონაგები 12.9 მლნ ლარი იყო, თუმცა საერთო ზარალი 10.7 მლნ შეადგენდა. წლის სრული ზარალი კი, 26.59 მლნ იყო. ზარალიანი იყო 2019 წელიც -  წმინდა ზარალი 121.6 მილიონს აღემატებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ივნისში კომპანიამ შეაჩერა ნახშირის მოპოვება რამდენიმე ფატალური ინციდენტის გამო. ქვანახშირის მოპოვება და შესაბამისად, შემოსავლების მიღება მხოლოდ 2019 წლის ნოემბრიდან განახლდა, რაც წმინდა ზარალის შემცირებაზეც აისახა.

კომპანია ახდენს 2 ტიპის ნახშირის რეალიზაციას: გამდიდრებული და რიგითი. 2019 წელს  ჯამურად 3,515 ტონა ნახშირის გაყიდა. 2020 წელს  კი,  კომპანიამ გააფორმა  გაყიდვის ორი ძირითადიკონტრაქტი, რამაც გამოიწვია შემოსავლების ზრდა. 2020 წელს ჯამში 87,487 ტონა ნახშირის რეალიზაცია მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები