მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქნახშირი": კომპანია 13 თვის განმავლობაში, ხელფასის სახით, თვეში მლნ ლარზე მეტს იხდიდა

5d89cf50ba588
ლიკა გურაბანიძე
24.09.19 22:00
1093
ტყიბულში დღეს დილიდან 15-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე მიმდინარე ხელფასს არ მიიღებს. 


როგორც BM.GE-ის აღნიშნულ საკითხზე კომპანია „საქნახშირში“ განუცხადეს, 2018 წლიდან 13 თვის განმავლობაში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შახტში არ მიმდინარეობდა, ხოლო მიუხედავად ამისა, კომპანია თვეში მლნ ლარზე მეტ ხელფასს გასცემდა.


BM.GE საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასაც დაუკავშირდა და როგორც იქ განაცხადეს, ამ ეტაპზე თანხების სრულად აკუმულირების პროცესი მიმდინარეობს.


„როგორც საქართველოს პროფკავშირებს აცნობეს თანხების სრულად აკუმულირება მიმდინარეობს და დაახლოებით, 2-3 დღეში ეს თანხები ხელფასების სახით გაცემული იქნება“,  - განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

თავის მხრივ, დღეს სახელფასო ანაზღაურების დაფარვისკენ მოუწოდა "საქნახშირს" ეკონომიკის სამინისტრომ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები