მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 1898 გადაწყვეტილება იქნა მიღებული - პრემიერი სანქციების აღსრულებაზე

კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო აწარმოებდა ეფექტიან პოლიტიკას, რათა ქვეყნის ტერიტორია არ ყოფილიყო გამოყენებული დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად.

მან ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა, რომ საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნებაზე 1898 გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ვახორციელებთ 50 მაღალპრიორიტეტული საქონლის ჯგუფის გადაადგილების მონიტორინგს, ხორციელდება პერიოდული ანგარიშგება. მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 1898 გადაწყვეტილება, ამ პერიოდის განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ჩამოსული იყო სამმხრივი მისია აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები იყვნენ საქართველოში და მათ ძალიან დადებითად შეაფასეს ის ძალისხმევა, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება. მომავალშიც ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მოქმედებას“,- განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები