მიმდინარე წლის 5 თვეში საქონლის ხორცის იმპორტი 118%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, თუ 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 2.7 მლნ აშშ დოლარის 517 ტონა ხორცი იყიდა, მიმდინარე წელს იმპორტი 5.9 მლნ აშშ დოლარის 1 070 ტონა იყო.
bm.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით TOP-5 იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალს გთავაზობთ.
- ბელარუსი - 3.02 მლნ აშშ დოლარის 543.5 ტონა;
- უკრაინა - 2.3 მლნ აშშ დოლარის 470.3 ტონა;
- რუსეთი - 260.4 ათასი აშშ დოლარის 48.3 ტონა;
- აშშ - 151.5 ათასი აშშ დოლარის 4.4 ტონა;
- ავსტრალია - 87.9 ათასი აშშ დოლარის 1.9 ტონა.
რაც შეეხება გაყინულ ხორცს, საქართველოში 5 თვეში 11.2 მლნ აშშ დოლარის 2 553 ტონა ხორცი შემოვიდა.




























