2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ გაყინული და გაციებული საქონლის ხორცის იმპორტზე $21.7 მილიონი დახარჯა. აღნიშნული თანხით ქვეყანაში ჯამში 4 250 ტონა პროდუქცია შემოვიდა.
შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობა 5 332 ტონას შეადგენდა, ხოლო გადახდილი თანხა – $20.2 მილიონს. შესაბამისად, საქონლის ხორცის იმპორტის ღირებულება 7.4%-ით გაიზარდა, თუმცა იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა 20.2%-ით შემცირდა.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 3 254 ტონა გაყინული საქონლის ხორცი $16.2 მილიონად შეიძინა. გასულ წელს იმავე პერიოდში ქვეყანაში 4 602 ტონა ხორცი $16.4 მილიონად შემოვიდა. ამ მონაცემებით, გაყინული საქონლის ხორცის იმპორტის ღირებულება 1%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა 29.2%-ით შემცირდა.
მთავარი საიმპორტო ბაზარი გაყინული საქონლის ხორცის მიმართულებით ლიეტუვა იყო, საიდანაც საქართველომ 944 ტონა ხორცში $8 მილიონი გადაიხადა.
საქართველოსთვის გაყინული საქონლის ხორცის მთავარი საიმპორტო ბაზრები (2025 წლის 8 თვე):
- ლიეტუვა – $8 მლნ, 944 ტონა;
- ბრაზილია – $5 მლნ, 1 550 ტონა;
- უკრაინა – $2.4 მლნ, 600 ტონა;
- გაერთიანებული სამეფო – $155 ათასი, 52 ტონა;
- რუსეთი – $150 ათასი, 10 ტონა.
რაც შეეხება გაციებულ საქონლის ხორცს, 2025 წლის 8 თვეში საქართველომ $5.4 მილიონად 996 ტონა პროდუქცია შეიძინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტის მოცულობა 730 ტონას, ღირებულება კი $3.7 მილიონს შეადგენდა. შესაბამისად, გაციებული საქონლის ხორცის იმპორტის ღირებულება 44.5%-ით, ხოლო მოცულობა 36.4%-ით გაიზარდა.
გაციებული საქონლის ხორცის მიმართულებით საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ბელარუსი იყო, საიდანაც 578 ტონა ხორცი $2.9 მილიონად შემოვიდა.
საქართველოსთვის გაციებული საქონლის ხორცის მთავარი საიმპორტო ბაზრები (2025 წლის 8 თვე):
- ბელორუსი - 2 976 მილიონი აშშ დოლარის 578 ტონა;
- რუსეთი - 1 794 მილიონი აშშ დოლარის 357 ტონა;
- უკრაინა - 251 ათასი აშშ დოლარის 51 ტონა;
- აშშ - 209 ათასი აშშ დოლარის 5.4 ტონა;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 118.7 ათასი აშშ დოლარის 2.8 ტონა.



























