მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქონლის რაოდენობა შემცირდა, ფრინველის გაიზარდა - 2025 წლის II კვარტლის მონაცემები

ძროხა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალის ბოლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 870.5 ათასი სული იყო, რაც 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლებია. მათ შორის ფურისა და ფურკამეჩის რაოდენობა 398.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წლიურად 4.8%-ით შემცირებულია.

ღორის რაოდენობა 175.6 ათასი სული დაფიქსირდა, რაც 12.5%-ით ჩამოუვარდება წინა წლის მაჩვენებელს.

ფრინველის რაოდენობა, პირიქით, 6.6%-ით გაიზარდა და 11.1 მილიონ ფრთას მიაღწია.

პროდუქციის გამოშვების მხრივ, 2025 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 184.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1%-ით ნაკლებია. ხორცის წარმოება 9.5%-ით შემცირდა და 18.2 ათასი ტონა დაფიქსირდა.

კვერცხის წარმოება 6.6%-ით გაიზარდა და 179.7 მილიონ ცალს გაუტოლდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის საბოლოო მონაცემები 2026 წლის 16 ივნისს გამოქვეყნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები