საქსტატი დღეს ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე ინფლაციის ანგარიში 11:00 საათზე გამოქვეყნდება.
ოქტომბრის წლიური ინფლაცია 12.8% იყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2021 წლისთვის მიზნობრივი ინფლაცია 3%-ითაა განსაზღვრული.
სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის პროგნოზით, 2022 წლის მარტიდან ინფლაციას კლებას დაიწყებს, მაგრამ 6%-ზე მაღალი იქნება.




























