2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სკოლებში დასაქმებული პედაგოგების რაოდენობა 63 780 იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩენებელზე 5.3%-ით ნაკლებია.
როგორც ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებების შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, ბოლო წლებში ყველაზე მეტი - 67,000 პედაგოგი 2017-2018 და 2018-2019 სასწავლო წლებში იყო დასაქმებული.
პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი - 86.8%, ხოლო კაცების წილი 13.2% -ია.




























