მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 10 000 ტონაზე მეტი ხორცი აწარმოეს

5dd82f7a073af
BM.GE
22.11.19 23:10
1190
საქართველოში სასაკლაოების მიერ 2019 წლის III კვარტლის განმავლობაში 10 090.0 ტონა ხორცი იქნა წარმოებული, - ამის შესახებ საქართველოს ეეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებიდან ირკვევა.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მიმდინარე წლის III კვარტლის განმავლობაში წარმოებული ხორცის 35.7 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 39.4 პროცენტი - ფრინველის, 17.9 პროცენტი - ღორის, 6.8 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

გარდა ამისა, 2019 წლის III კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 135.0 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 28.1 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 71.9 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). ასევე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 714.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

რაც შეეხება ფასს, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 24.9 ლარია, ცხვრის ან თხის - 10.7 ლარი, ხოლო ღორის - 22.8 ლარი.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის III კვარტალში საქართველოში 98 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 23.5 პროცენტი - ქვემო ქართლში, 15.3 პროცენტი - კახეთში, 12.2 პროცენტი - იმერეთში, 12.2 პროცენტი - შიდა ქართლში, 10.2 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 26.5 პ როცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები