საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, უცხოურ დონორებთან ურთიერთობა გრძელდება და ამ მიმართულებით დღემდე არანაირი პრობლემა არ შექმნილა. მან ამის შესახებ ბრიფინგზე, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
BMG დაინტერესდა, "რუსული კანონის" მიღებიდან და შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რასაც მათ შორის საერთაშორისო დახმარებების შეჩერება/გადახედვა მოჰყვა, როგორია საქსტატის დონორებთან ურთიერთობა, რაზეც გოგიტა თოდრაძემ უპასუხა, რომ საქსტატი მაქსიმალურად იზოლირებულია პოლიტიკური მდგომარეობისგან და იმედი აქვს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება.
"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წარმატება მნიშვნელოვნად განპირობებულია დონორებთან ნაყოფიერი თანამშრომლობით და ჩვენ ამ თანამშრომლობას განვაგრძობთ. ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ როგორც მაგალითად ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის პროექტის ფარგლებში, ასევე, გაეროს სხვადასხვა უწყებებთან. მიმდინარეობს ეს და, რა თქმა უნდა, არავითარი შეფერხება ამ თვალსაზრისით საქსტატს არ ჰქონია. პირიქით, ჩვენ გეგმები გვაქვს, რომელიც განსაზღვრულია ოფიციალური სტატისტიკის მომდევნო 4 წლის განვითარების სტრატეგიით და შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ დონორებთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც.
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მაქსიმალურად იზოლირებული იმ პოლიტიკური მდგომარეობისგან, რაც არსებობს ქვეყანაში",- აღნიშნა საქსტატის დირექტორმა.
დახმარებები, რომლებიც "რუსული კანონის" და არჩევნების გამო შეჩერდა