მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სარაჯიშვილის” გაყიდვები წელს ადგილობრივ ბაზარზე 35%-ით გაიზარდა

61c45b8025cc0
ლიკა გურაბანიძე
24.12.21 09:40
997
“სარაჯიშვილი”, რომელსაც გასულ წელს სპირტიანი სასმელების კომპანიებს შორის ყველაზე მაღალი შემოსავალი ჰქონდა, გაყიდვების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით გაეზარდა.



როგორც “სარაჯიშვილის” გაყიდვების სამსახურის უფროსი ალექსანდრე ვაშალომიძე "Forbes კვირაში" საუბრისას აღნიშნავს, რთული 2020 წლის შემდეგ 2021 წელს სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიებით ბაზრებზე ძველი პოზიციების დაბრუნება დაიწყეს.



“წელს გაყიდვების ზრდა 35%-ია ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო ექსპორტზე 8%-იანი ზრდაა. ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო და პრობლემები გადაზიდვების კუთხითაც იქმნება, თუმცა ეს ყველაფერი კომპანიის ფუნქციონირებაზე არ ასახულა. წლის დასაწყისიდანვე ყველაფერი სწორად დავგეგმეთ და არსებულ სიტუაციასთან ადაპტირება მოვახდინეთ. გამოწვევები კვლავ რჩება, რაც პანდემიას თან ახლავს. მომავალში ვითარება მაინც გაურკვეველია.” - განმარტა ალექსანდრე ვაშალომიძემ.




“სარაჯიშვილი” 1883 წელს დაფუძნდა და რამდენიმე საუკუნოვან ისტორიას ითვლის, ის ექსპორტზე დაახლოებით 35 ქვეყანაში გადის. 2020 წელს სპირტიანი სასმელების ადგილობრივი თუ იმპოტიორი კომპანიების მიერ გასაჯაროებული ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, შემოსავლების მიხედვით ბაზრის ლიდერი "სარაჯიშვილია” 40 792 042 ლარით. მას მოჰყვება GD ალკო 33 211 000 ლარით; “ალკორიუმი” 23 682 000 ლარით და “სმაგლერსი” 6 585 108 ლარით.