მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპირტიანი სასმელების ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

სპირტიანი სასმელები

სპირტიანი სასმელების ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 10 თვეში საქართველოდან საექსპორტო ბაზრებზე 153.7 მლნ დოლარის სპირტიანი სასმელები გავიდა, რაც ისტორიულ რეკორდს წარმოადგენს.

2022 წლის 10 თვესთან შედარებით, ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 31.7 მლნ დოლარით არის გაზრდილი. იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელი უკვე აღემატება 2022 წლის ექსპორტს. შარშან სულ საექსპორტო ბაზრებზე 138.5 მლნ დოლარის სპირტიანი სასმელები იყო გატანილი.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს. ღვინის მსგავსად, სპირტიანი სასმელების ექსპორტშიც რუსეთია ლიდერი. ამ ქვეყანაზე, 2023 წლის 10 თვის მონაცემებით, ჯამური ექსპორტის 32.6% მოდის.

სპირტიანი სასმელების საექსპორტო ბაზრები / 2023 წლის 10 თვე

  • რუსეთი - 50.16 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 19.52 მლნ დოლარი
  • სომხეთი - 16.05 მლნ დოლარი
  • საფრანგეთი - 15.32 მლნ დოლარი
  • ბელარუსი - 13.87 მლნ დოლარი
  • სინგაპური - 8 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 6.5 მლნ დოლარი
  • ესპანეთი - 5.34 მლნ დოლარი
  • ყაზახეთი - 3.19 მლნ დოლარი
  • ყირგიზეთი - 2.79 მლნ დოლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები