მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

64ad379f4e61e
BM.GE
11.07.23 15:32
304
საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქეების ნ.დ.-ს, ი.კ.-სა და რ.ი.-ს ეჭვის საფუძველზე, სხეულის რენტგენოსკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 1384 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 131 120,39 ლარი შეადგინა. სამივე კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები