მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სარფის" საბაჟოზე 665 გრამი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

ნარკოტიკები
04.02.25 16:23
584

საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე, მალულად შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"უცხო ქვეყნის მოქალაქეს, აკრძალული ნარკოტიკული საშუალება მის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომობილში, წინასწარ დამზადებულ 147 შეფუთვად (საერთო ჯამში 665 გრამი) დაფასოებულ და დაპრესილი ჩაით სავსე პოლიეთილენის პაკეტებში ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები