"სარფის" საბაჟოზე ₾132 ათასამდე ღირებულების ოქროს ზოდებისა და ნაკეთობების შემოტანა აღიკვეთა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აქვეყნებს.
მათი ცნობით, "სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 600 გრამზე მეტი არადეკლარირებული, სერტიფიცირებული/უნიკალური ნუმერაციის მქონე ოქროს ზოდები და საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
"აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეს სხვადასხვა ხელბარგში ჰქონდა განთავსებული.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 131 657 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, არადეკლარირებული საქონლის გადაადგილების მონიტორინგი მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება




























