მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფში არადეკლარირებული ₾580 000 და 23 ათას ლარამდე ღირებულების ოქრო ამოიღეს - შემოსავლების სამსახური

63e63fa533c3a
BM.GE
10.02.23 16:45
468
საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფში“, კანონდარღვევის ფაქტები აღიკვეთა. "კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 200 000 შვეიცარიული ფრანკი, 3400 ევრო (საერთო ჯამში 581 483,76 ლარი) და 22 761,25 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები (243,41გრამი) გამოავლინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ უცხო ქვეყნის მოქალაქეს პ.ბ.-ს სანქციის სახით, საქონლის ჩამორთმევა შეეფარდა, ხოლო მოქალაქე ფ.ბ.-ს საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.