ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 28 079.01 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.