მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სადახლოს“ საბაჟოზე 217 ათას ლარამდე ღირებულების ოქროს უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს

ნაკეთობები

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 217 ათას ლარამდე ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზეც დაკავებულ იქნა ერთი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლო საავტომობილო“-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 216 758 ლარის საბაჟო ღირებულების 1 735 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები