მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზბეგში 1 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, სხეულის რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად, 3 სხვადასხვა შენადნობად დამზადებული 1,6 კილოგრამი არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს (აღნიშნული შენადნობები მოქალაქეს სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული).

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ - 332 907,84 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები