მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სარფში” 116 ათასი ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

სარფი
17.09.24 16:09
156

სარფის საბაჟოზე 116 ათასი ლარი ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის “სარფის” საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს მონეტები (წონა: 449.14 გრამი) და ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა - 141,85 გრამი) გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 116 599,26 ლარი შეადგინა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები