მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ერთ თვეში „სარფის“ და „სადახლოს“ საბაჟოებზე ₾26 ათასამდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახური

ბოლო ერთ თვეში „სარფის“ და „სადახლოს“ საბაჟოებზე ₾26 ათასამდე ღირებულების ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყებიც ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში - "სარფი“ და "სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 219,39 გრამი) გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 25 873,98 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 25 873,98 ლარის ოდენობით განესაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები