მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სარფში ₾240.4 ათასის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

სარფი

სარფში ₾240.4 ათასის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, საუბარია 1.5 კგ-ზე მეტ ოქროზე.

"საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 1 565 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები. კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შეეცადა ოქროს ნივთები მალულად შემოეტანა
(აღნიშნული ნაკეთობები წინასწარ დამზადებულ მუყაოსა და პლასტმასის ყუთებში, წებოვანი ლენტით იყო შეფუთული).

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 240 461 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - წერია საბაჟოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები