სარფის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. კერძოდ, როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იტყობინება, საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 198.91 გრამის არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 16 585,94 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 17 317.45 ლარის ოდენობით შეეფარდათ.