მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასაკლაოებში პირუტყვის დაკლვაზე მომსახურება გაძვირდა - საქსტატი

სასაკლაო

2025 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) საქართველოს სასაკლაოებში 129.4 ათასი სული პირუტყვი დაიკლა, წარმოებული ხორცის მოცულობამ კი 16.7 ათასი ტონა შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის "სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითადი შედეგების" მიმოხილვაში ვკითხულობთ.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის III კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 129.4 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც:

  • 31.7% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი;
  • 61.3% – ღორი;
  • 5.7% - ცხვარი და თხა იყო;
  • 1.3% - სხვა (არ მოიცავს ფრინველს).

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 274.3 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი სასაკლაოებში 144.2 ათასი სული პირუტყვი დაიკლა. კლება 10.2%-ია.

გარდა ამისა, საქსტატის თანახმად, მესამე კვარტალში სასაკლაოების მიერ 16.7 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით). ზრდა წინა კვარტალთან შედარებით, 7.74%-ია.

წარმოებულ ხორცში: 29.1% მოდიოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 35.0% – ფრინველის ხორცზე, 35.2% – ღორის ხორცზე, 0.7% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი ეკავა.

რაც შეეხება ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასს:

  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 39.9 ლარი (2024 Q3 - 37.6 ლარი);
  • ღორის დაკვლის საფასური – 31.8 ლარი (წინა კვარტალში - 31.07 ლარი);
  • ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 14.2 ლარი (წინა კვარტალში - 14.1 ლარი).

შესაბამისად, როგორც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის, ასევე ცხვრის და თხის დაკვლის მომსახურებაზე საფასური გაიზარდა.

ცნობისთვის, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში 113 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, 3-ით ნაკლები, ვიდრე - 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში. მათგან ყველაზე მეტი, 18.6% კახეთის რეგიონში მდებარეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები