სასამართლო უპირობოდ აკმაყოფილებს კომუნიკაციების კომისიის ყველა მოთხოვნას - ამის შესახებ მედიაომბუდსმენის ანგარიშში წერია, რომელიც კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგის ეხება.
საქმე ის არის, რომ მედიაომბუდსმენმა კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგი 2024 წლის 13 სექტემბერს დაიწყო, იმ მიზნით, რომ ჟურნალისტებს და ოპერატორებს სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში, საკუთარი უსაფრთხოების და ოჯახის წევრების ხელშეუხებლობის რისკის ქვეშ დაყენების ფონზე, უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება. ცხადია, მედიის სამუშაო პირობები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების ერთ-ერთი კომპონენტი იქნება. შესაბამისად, პროექტის გუნდი აკვირდება ჟურნალისტების და ოპერატორების შესაძლებლობას მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი, როგორც დოკუმენტში წერია, მედიაომბუდსმენს სურს მედიაორგანიზაციები დაცული იყვნენ პოლიტიკურად მოტივირებული რეგულირებისგან.
გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის მიზნით პროექტის გუნდი: აკვირდება კომუნიკაციების კომისიის და მასთან დაკავშირებული სამსახურების საქმიანობას წინასაარჩევნოდ; ამზადებს მასალებს კომისიის მაკონტროლებელი რგოლის - საქართველოს პარლამენტის და საზოგადოების დაინტერესებული წრეების ინფორმირების მიზნით; გასცემს სამართლებრივ კონსულტაციებს; უწევს სამართლებრივ წარმომადგენლობას მედიაორგანიზაციებს კომისიასა და სასამართლოში; ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშს კომისიის საქმიანობის შესახებ.
საქმე ეხება, მათ შორის, 2024 წლის 9 სექტემბერის საქმეს, როდესაც „ქართული ოცნებამ" საჩივრით მიმართა კომუნიკაციების კომისიას “საზოგადოებრივი მაუწყებელის”, “ტელეკომპანია პირველის“, „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ. საჩივრის ავტორის განმარტებით, არ შეიძლება ერთმა საარჩევნო სუბიექტმა მისთვის დათმობილი საეთერო დროის ფარგლებში სხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ განათავსოს რეკლამა. საჩივარში ასევე საუბარი იყო უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებაზე ბლოკში შემავალი პარტიებისთვის. რომ „მთავარ არხსა“ და „ტელეკომპანი პირველზე“ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობასა“ და „ახალ ერთობა
გვარამია მელიას“ ეთმობოდა იმაზე მეტი უფასო სარეკლამო დრო ვიდრე ეს „საარჩევნო კოდექსით“ არის განსაზღვრული. კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა.
ძირითადი მიგნებები კი მიმდინარე წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით შემდეგია:
- საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის საბაბით, სამართლებრივი დავების და მედიის დასჯის ინიციატორი მმართველი პარტია “ქართული ოცნებაა". როგორც კომუნიკაციების კომისია, ისე
სასამართლო კი გახდა თანამონაწილე საარჩევნო პერიოდში კიდევ ერთხელ დასჯილიყვნენ კრიტიკული მედიასაშუალებები; - “ქართული ოცნების” მოთხოვნით მარეგულირებელმა და სასამართლომ ერთიდაიმავე საკითხის გამო, ორჯერ დასაჯა კრიტიკული ტელევიზიები: “მთავარი არხი” “ფორმულა” და “ტელეკომპანია პირველი";
- სასამართლო უპირობოდ აკმაყოფილებს კომუნიკაციების კომისიის ყველა მოთხოვნას;
- მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ითხოვს, სამ კრიტიკულ მაუწყებელის არ აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიიდან რეკომენდაციები მიიღოს;
- პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი დილემა 2016 წელს დაფიქსირდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ “ცენტრისტების” რგოლის განთავსებასთან დაკავშირებით კომისიას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა;
- სექტემბრის თვეში გამოქვეყნებული მასალებით “მედიაკრიტიკის” სარედაქციო პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია მმართველი პარტიის ხედვებთან;
დოკუმენტი სრულად: https://drive.google.com/file/d/19mYfv33mxpP8hmopZLDtD5dGiTySlb6z/view