მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიაომბუდსმენმა კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა - მიგნებები

სს

მედიაომბუდსმენმა კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში საუბარია ძირითად მიგნებებზე, რომელიც რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის არის სასამართლოსა და კომუნიკაციების კომისიის ურთიერთობის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლო უპირობოდ აკმაყოფილებს კომუნიკაციების კომისიის ყველა მოთხოვნას.

მათ შორის, ძირითადი მიგნებებია:

  • საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის საბაბით, სამართლებრივი დავების და მედიის დასჯის ინიციატორი მმართველი პარტია “ქართული ოცნებაა". როგორც კომუნიკაციების კომისია, ისე
    სასამართლო კი გახდა თანამონაწილე საარჩევნო პერიოდში კიდევ ერთხელ დასჯილიყვნენ კრიტიკული მედიასაშუალებები;

  • “ქართული ოცნების” მოთხოვნით მარეგულირებელმა და სასამართლომ ერთიდაიმავე საკითხის გამო, ორჯერ დასაჯა კრიტიკული ტელევიზიები: “მთავარი არხი” “ფორმულა” და “ტელეკომპანია პირველი";

  • სასამართლო უპირობოდ აკმაყოფილებს კომუნიკაციების კომისიის ყველა მოთხოვნას;

  • მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ითხოვს, სამ კრიტიკულ მაუწყებელის არ აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიიდან რეკომენდაციები მიიღოს;

  • პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი დილემა 2016 წელს დაფიქსირდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ “ცენტრისტების” რგოლის განთავსებასთან დაკავშირებით კომისიას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა;

  • სექტემბრის თვეში გამოქვეყნებული მასალებით “მედიაკრიტიკის” სარედაქციო პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია მმართველი პარტიის ხედვებთან;

შეგახსენებთ, რომ მედიაომბუდსმენმა კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგი 2024 წლის 13 სექტემბერს დაიწყო, იმ მიზნით, რომ ჟურნალისტებს და ოპერატორებს სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში, საკუთარი უსაფრთხოების და ოჯახის წევრების ხელშეუხებლობის რისკის ქვეშ დაყენების ფონზე, უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება. ცხადია, მედიის სამუშაო პირობები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების ერთ-ერთი კომპონენტი იქნება. შესაბამისად, პროექტის გუნდი აკვირდება ჟურნალისტების და ოპერატორების შესაძლებლობას მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი, როგორც დოკუმენტში წერია, მედიაომბუდსმენს სურს მედიაორგანიზაციები დაცული იყვნენ პოლიტიკურად მოტივირებული რეგულირებისგან.

აქვე გეტყვით, რომ გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის მიზნით პროექტის გუნდი:

- აკვირდება კომუნიკაციების კომისიის და მასთან დაკავშირებული სამსახურების საქმიანობას წინასაარჩევნოდ;

- ამზადებს მასალებს კომისიის მაკონტროლებელი რგოლის - საქართველოს პარლამენტის და საზოგადოების დაინტერესებული წრეების ინფორმირების მიზნით;

- გასცემს სამართლებრივ კონსულტაციებს;

- უწევს სამართლებრივ წარმომადგენლობას მედიაორგანიზაციებს კომისიასა და სასამართლოში;

- ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშს კომისიის საქმიანობის შესახებ.

დოკუმენტი სრულად: https://drive.google.com/file/d/19mYfv33mxpP8hmopZLDtD5dGiTySlb6z/view

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები