მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე კიდევ ერთხელ იმსჯელა

647235db62105
BM.GE
27.05.23 20:52
447
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა, სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე კიდევ ერთხელ იმსჯელა.

ჯგუფმა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინებაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების ორჯერ არჩევის აკრძალვის გაუქმებაზე იმსჯელა; ასევე ისაუბრეს - რა რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოს თავმჯდომარეები და ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე პირები.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მმართველი გუნდის ინტერესია საუკეთესო ევროპული სამართლებრივი ნორმების გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში.

„ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ და მიზნად ვისახავთ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ლოგიკური ინტერესია, სწორედ საუკეთესო ევროპული სამართლებრივი ნორმების გადმოტანა და შესაბამისობაში მოყვანა ჩვენს კანონმდებლობასთან. ამის იქით, ჩვენ ვერ ვხედავთ გამოსავალს, როდესაც საუბარია ისეთი ცდების ჩატარებაზე, რომელიც არ ჩატარებულა არცერთ ევროპულ განვითარებულ, სამართლებრივი ტრადიციების მქონე ქვეყანაში“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაინიცირებულია თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციების ფარგლებში, რომელიც შემუშავდა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში და შემდგომ გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, საიდანაც გამოიგზავნა კონკრეტული რეკომენდაციები და ორშაბათიდან, უკვე მეორე მოსმენით დაიწყება ამ საკითხების დაზუსტება და განხილვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები