მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს იმის დასტურია, რომ გაგრძელდება ჩაწყობილი საქმეები და ბიძინას სალამურზე მოცეკვავე მოსამართლეები" - ხაზარაძე არშემდგარ კვორუმზე

64415817c95bd
BM.GE
20.04.23 19:19
727
სასამართლო სისტემაში კორუფციული ფაქტების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა ვერც დღეს ჩატარდა, ვინაიდან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი არ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ რეგისტრაცია კვლავ არ გიარა.

მამუკა ხაზარაძის მოსაზრებით, "ქართული ოცნების" ქცევა პარლამენტში არის ის, თუ როგორ მფარველობენ სასამართლო კლანს.

"ქართული ოცნების" ქცევა პარლამენტში არის არა მარტო კონსტიტუციისა და ამომრჩევლის უფლებების დარღვევა, არამედ სრული ლუსტრაცია იმისა, როგორ მფარველობენ სასამართლო კლანს, რომელიც "ოცნების" რიგებში წინა ხელისუფლებიდან გადმოიპორტირეს.

ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური მარცხი. ეს არის იმის დასტური, რომ "ოცნების" მმართველობის პირობებში, ჩვენს ქვეყანას ვერ ეღირსება სამართლიანი სასამართლო. ეს არის იმის დასტური, რომ გაგრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ჩაწყობილი საქმეები და ბიძინას სალამურზე მოცეკვავე მოსამართლეები.

დროა, მოსამართლეებმა, რომლებიც კლანის წევრები არ არიან და რომლებისთვისაც ღირებულია ის პროფესია, რომელსაც პატიოსნად ემსახურებიან, ხმა აიმაღლონ. ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის. დროა, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები