მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ აქციებზე დაკავებულთა 114 საქმე განიხილა, ადმინისტრაციული წესით გამამართლებელი განჩინება არცერთ საქმეზე არ მიიღო

აქცია
BM. GE
14.12.24 17:33
1135

9 დეკემბრის მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროევროპულ აქციებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვადასხვა მუხლის დარღვევისთვის დაკავებულების 114 საქმის განხილვა დაასრულა.

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ინფორმაციით, 114 საქმიდან სასამართლოს გამამართლებელი განჩინება არცერთ საქმეზე არ მიუღია.

იურისტ კახა კოჟორიძის ინფორმაციით, ამ დრომდე, სასამართლოს დაზარალებულად არცერთი მოქალაქე არ უცნია. ამასთან, მისივე ცნობით, ჯერჯერობით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტება არ დაუდგენია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები